კვადრატი და მართკუთხედი ყოფა-ცხოვრაბასა და გამოყენებით ხელოვნებაში
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები ეცნობიან გეომეტრიულ ფიგურებს: მართკუთხედი, კვადრატი. მათ ადგილს ყოფა-ცხოვრაბასა და ადამიანთა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. გარშემო მყოფი საგნებიდან ასახელებენ ამ ფიგურების მაგალითებს. შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: ნახაზები,ფოტოები და განათავსონ საიტზე.
პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები შეისწავლიან გეომეტრიულ ფიგურებს: მართკუთხედი, კვადრატი. ეცნობიან მათ შესახებ ყველა ინფორმაციას: (პერიმეტრი, ფართობი, ფართობის ერთეულები). იკვლევენ მათ გამოყენებას მეცნიერებასა და სხვადასხვა სფეროში. როგორ შეიჩლება სხვადასხვა ნაკვთების ფართობის გამოთვლა ერთეულოვანი კვადრატების საშუალებით. როგორ იქმნება სვეტოვანი დიაგრამები და ცხრილები. რამდენად საჭირო და აუცილებელია მართკუთხედის პერიმეტრისა და ფართობის ცოდნა ყოფა-ცხოვრებაში: (რა რაოდენობის საღებავია საჭირო კედლის შესაღებად, რა სიგრძის მესერია საჭირო მართკუთხედის ფორმის ადგილის შემოსაღობად. რა როლი ითამაშა ამ ფიგურებმა გამოყენებით ხელოვნებაში. (ნაჭრელები დ. აღმაშენებლის სამეფო სამოსზე), ნაყოფიერი მიწის გამომხატველი ქორბუდა ირმები, მცხეთის და სვეტიცხოვლის ტაძრების ჯვრები). მოსწავლეები საჭირო მასალას აგროვებენ სასწ. სახელმძღვანელოდან, ინტერნეტის საშუალებით, სხვა ადამიანებთან გამოკითხვით. მათ შეუძლიათ თავად შექმნან ან მოიძიონ სხვადასხვა სახის ნიმუშები. შეადგინონ ელექტრონული წიგნი ფოტომასალით და ინტერნეტში განათავსონ.
მონაწილეთა ასაკი: რეკომენდირებულია 10 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის თებერვლიდან/ ნებისმიერი 2-3 კვირის განმავლობაში.
პროექტის შესაძლო აქტივობები: გეომეტრიული ფიგურების> მართკუთხედი-კვადრატი გაცნობა და მათ შესახებ ყველა ინფორმაციის მოძიება სასწ. სახელმძღვანელოსა და დამატებითი ლიტერატურის საშუალებით. მოც. ფიგურების გამოყენება, ნიმუშების მოძიება- შექმნა, ვებ-გვერდების გაკეთება, წარდგენა(ქართულ ენაზე), ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობა, შეფასება და შერჩევა. დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება ინფორმაციის მოძიება-ორგანიზება, ისტ-ის გამოყენება, ინოვაცია.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას გეომეტრიაში. შეისწავლიან მართკუთხედს, კვადრატს, მათ ფართობს და პერიმეტრს და სხვა ნაკვთების ფართობების გამოთვლას. გაეცნობიან მათემატიკის გამოყენებას სხვადასხვა სფეროებში: ა) ხელოვნებაში აღმოაჩენენ ძალიან ბევრ ნიმუშს, სადაც ეს ფიგურები უხვად გამოიყენება.ბ) თანამედროვე ტექნოლოგიებში კომპიუტერულ პროგრამებში ცხრილების, სვეტოვანი დიაგრამების შექმნა. გ) ყოფით ცხოვრებაში _ გაეცნობიან მართკუთხედის ფართობისა და პერიმეტრის ცოდნის აუცილებლობას ბევრი ყოფითი პრობლემის მოსაგვარებლად. შექმნიან ვებ-ბლოგებს, ელექტრონულ წიგნს თავის ილუსტრაციებით, გამართავენ დისკუსიებს, შჶაფასებენ ერთმანეთის ნამუშეშევრებს.
სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი საშუალებას მისცემს ყველა ადამიანს გაეცნოს ინფორმაციას მართკუთხედის და კვადრატის შესახებ, შეისწავლოს მათი გამოყენება და თავად მოიფიქროს სხვა ნიმუშები მათ აუცილებლობასა და გამოყენებითობაზე.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, ფრანგული.
საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია მათემატიკასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან, გამოყენებით ხელოვნებასთან, ერ. სასწ. გეგმის ელექტრონული. ვარიანტი: www. Ganatleba. Org.
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ყიფიანი, 157-ე სკოლის პედაგოგი.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: n.kipiani157@gmail.com